6 გარდაცვლილი და 279 ინფიცირებული 24 საათში – აზერბაიჯანში ინფიცირების შემთხვევები ზედიზედ მე-4 დღეა იკლებს

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 279 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 საათთან შედარებით 39-ით ნაკლები.

სულ, აზერბაიჯანში 28 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირება ოფიციალურად დაუდასტურდა 32 157კაცს.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელზე 1-ით ნაკლები.

სულ, 12 მარტიდან დღემდე გარდაცვლილია 454 კაცი.

აზერბაიჯანში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 17524-დან 31878-მდე, 14 354-ით ანუ 82%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 213-დან 448-მდე, 235-ით ანუ 110%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანში, ივლისში, დღეში, საშუალოდ, 463 ინფიცირება და 7,6 გარდაცვალება ფიქსირდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად