6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისის გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან

ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან, – ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით. 

 თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი – დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად