6-7 ნოემბერს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

6 ნოემბრის ღამის საათებიდან 7 ნოემბრის დილამდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება, წვიმა, სანაპირო კურორტებზე (უმეტესად ბათუმი, ქობულეთი) ძლიერი ნალექი.

სინოპტიკოსის, კობა ფარტენაძის განცხადებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ტემპერატურა ყველგან საგრძნობლად დაიკლებს, მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია 4-დან 5 ბალამდე.
„მოსალოდნელი რთული მეტეოპირობების გათვალისწინებით 6 და 7 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სანაპირო ზოლსა და დაბალმთიან რაიონებში, შესაძლოა, განვითარდეს სტიქიური პროცესები (უეცარი წყალმოვარდნა, მეწყერი, გზების დატბორვა და ა. შ)“, – აცხადებს სინოპტიკოსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად