ერდოღანი სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებით დაიმუქრა

თურქეთი სირიის ჩრდილოეთით ოპერაციას განაახლებს, თუ შეერთებული შტატები რეგიონში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ შეასრულებს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სოჭში გამგზავრებამდე განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის დაპირების შესასრულებლად 120 საათიანი ვადა აქვს.

ერდოღანი დღეს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

თურქი პოლიტოლოგი კერიმ ხასი “ინტერფაქსთან” ინტერვიუში არ გამორიცხავს, ​​რომ შესაძლოა ვაშინგტონმა თურქეთის პრეზიდენტისა და პირადად ერდოღანის წინააღმდეგ, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაწყებულ ოპერაციასთან დაკავშირებით სანქციები დააწესოს.

”ამერიკელების აზრით, სანქციები, მათ შორის ის, რაც პირადად ერდოღანის წინააღმდეგაა მიმართული, შესაძლოა  ყველაზე ეფექტური და მგრძნობიარე აღმოჩნდეს. ადრე, როდესაც დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ განაცხადა, ის რამდენიმე მინისტრს ეხებოდა. ამ თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა სერიოზული სანქციების დააწესოს პირადად ერდოღანის წინააღმდეგ, თუ ის ე.წ. წითელ ხაზს გადაკვეთს,” -განაცხადა ხასმა.

მისი თქმით, სანქციების სავარუდო საკითხს შორის შესაძლოა იყოს ერდოღანისთვის საზღვარგარეთ აქტივების გაყინვა.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარაზე გავლენის მოხდენის საკითხზე ევროპელების კონსოლიდაცია ვერ მოახერხა.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ანკარამ და ვაშინგტონმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ჩრდილო- აღმოსავლეთ სირიაში საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, ასევე სირიის სასაზღვრო რეგიონებში უსაფრთხოების ზონის შექმნას.

დღეს, საღამოს ქურთებმა შეთანხმების ნაწილი  უნდა დაასრულონ და თავიანთი ძალები მთელი რიგი ტერიტორიებიდან გაიყვანონ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად