ტრამპმა დენ ბრუიეტის კანდიდატურა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის დენ ბრუიეტის კანდიდატურა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარადგინა. უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი რიკ პერი, თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს.

”დენის მსგავსი გამოცდილება ამ სექტორში არავის აქვს. აბსოლუტური პროფესიონალია, ეჭვი არ მეპარება, რომ ის დიდ საქმეს გააკეთებს”,- წერს აშშ-ს პრეზიდენტი Twitter- ზე.

ბრუიეტი 57 წლისაა, 1989-1987 წლებში რესპუბლიკელ ბილ ტაუზინთან ერთად მუშაობდა, რომელიც მაშინ ლუიზიანის შტატის მესამე უბნიდან წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო.

მოგვიანებით, R. Duffy Wall & Associates-ში ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2001 წელს მან ენერგეტიკის სამინისტროში სამუშაო პირველად მიიღო. იგი მთავრობათაშორის და საპარლამენტო საკითხებში მინისტრის თანაშემწე გახდა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რიკ პერი ენერგეტიკის მინისტრის  თანამდებობის დატოვებას წლის ბოლოს გეგმავს.

როგორც დონალდ ტრამპმა ტეხასში ვიზიტის დროს განაცხადა, რიკ პერიმ მას თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ ექვსი თვის წინ აცნობა.

“ვფიქრობდი, რომ ის თანამდებობას ცოტა ადრე დატოვებდა. მას დიდი გეგმები აქვს და წარმატებას მიაღწევს. ჩვენ  უკვე ვიცით, ვინ უნდა იყოს მისი შემცვლელი და მას მალე გამოვაცხადებთ”,-განაცახდა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად