არქეოლოგებმა ეგვიპტის ქალაქ ლუქსორთან 20-ზე მეტი სარკოფაგი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტის ქალაქ ლუქსორთან 20-ზე მეტი დალუქული სარკოფაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ეგვიპტის სიძველეთა დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

შაბათს, 19 ოქტომბერს, სამინისტრო პრესრელიზის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელშიც უწყება აღმოჩენის შესახებ უფრო დეტალურად მოგვითხრობს. ჯერჯერობით, ხელისუფლებამ ნაპოვნი სარკოფაგის მხოლოდ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

ხის კუბოები ნილოსის დასავლეთ სანაპიროსთან, ძველ ეგვიპტურ ერთ-ერთ დედაქალაქ ფივამთან ახლოს აღმოაჩინეს. მის ადგილზე ახლა თანამედროვე ლუქსორია. ქალაქი ნილოსის მარჯვენა ნაპირზე აშენდა, მარცხნივ ნეკროპოლისი იყო. აქ ძვ. წ. 1550-1069 წწ-ში ფარაონები, ასევე მაღალი რანგის თანამდებობის პირები, თავადაზნაურობის წარმომადგენლები დაკრძალეს. ამჟამად ცნობილია, რომ ადგილზე 63 სამარხია.

როგორც მედია აღნიშნავს, ნაპოვნი სარკოფაგები კარგად არის დაცული, “თითქოს ძველმა ეგვიპტელებმა ისინი ცოტა ხნის წინ დატოვეს”. მათზე საღებავები და გრავიურები ჩანს.

როგორც CNN იუწყება, ექსპერტები ვერ აკონკრეტებენ იმ პერიოდს, რომელიც შესაძლოა სარკოფაგთან იყოს დაკავშირებული.

გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ სავარაუდოდ სარკოფაგები შუა, ახალი და გვიანი პერიოდით – ძვ. წ. 1994 წლიდან. ძვ.წ. 332 წლამდე პერიოდით თარიღდება.

ეგვიპტის ეროვნულ მუზეუმში მიაჩნიათ, რომ ეს წელს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად