გერმანიაში უცნობმა პირმა ორი ადამიანი მოკლა

გერმანიაში უცნობმა პირმა ორი ადამიანი მოკლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია Twitter-ზე ავრცელებს.

გამოცემა BIld- ის ცნობით, სროლა სინაგოგის მახლობლად მოხდა.

”პირველადი მონაცემებით,  სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე გასროლაც მოხდა”, – განაცხადა პოლიციამ.

”სავარაუდო დამნაშავე ავტომობილში იმალებოდა. ჩვენ მას ვეძებთ და მოსახლეობას ვთხოვთ, სახლში დარჩნენ”, – აცხადებს პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ასევე ებრაელთა სასაფლაოს ტერიტორიაზე ხელყუმბარა ისროლა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად