აბესაძე: “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების სისტემის უფსკურულში საბოლოოდ გადაჩეხვას აპირებს

“მოსმენების პროცესის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ საზოგადოებას დავანახოთ, როგორ აპირებს “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების სისტემის უფსკრულში გადაჩეხვას”.

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ  მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოების სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვებას აპირებს.

“სამწუხაროდ, საზოგადოება ამ კანდიდატების განხილვისას დაინახავს, რომ ზოგიერთი მათგანი არის არაპროფესიონალი, ზოგიერთი მათგანი არის არაკეთილსინდისიერი და ყველა მათგანი სარგებლობს “ქართული ოცნების” პოლიტიკური სიმპატიით მათთვის გაწეული სამსახურის გამო, მათი პირადი დამოკიდებულების გამო სასამართლო „კლანთან“ და „კლანის“ მორჩილებაში ყოფნის გამო. ამ პროცესის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ საით მიჰყავს “ქართულ ოცნებას” მართლმსაჯულების სისტემა, როგორ აპირებს მის საბოლოოდ გადაჩეხვას უფსკრულში და როგორ აპირებს, რომ ადამაინები დატოვოს სამართლიანი მართლმსაჯულების გარეშე. ამ კანდიდატების მიმართ გვექნება კითხვები, რომელიც ყველაფერს ნათლად წარმოაჩენს,” – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეს დაიწყო.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილი იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

ცნობისათვის: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატია პარლამენტში წარდგენილი, რომლებმაც კონკურსის მიხედვით საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, საბჭოს ყოფილი წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე.
წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე
15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად