გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები ხვალიდან შეწყდება

ამის შესახებ, “აიპრესსთან” აქცია “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ განაცხადა

ნოდარ რუხაძი თქმით, გიორგი გახარიას დაგადგომის მოთხოვნით ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ არაა პარლამენტის შენობის წინ.

” ხვალიდან ბრძოლას განახლებულად ვიწყებთ. ხვალ აქ აქცია არ გაიმართება. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, ვიბრძოლებთ. აქციები პარლამენტის წინ აღარ გაგრძელდება”-განაცხადა ნოდარ რუხაძემ.

დღეს, “სირცხვილიას” აქციების საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად