ჰერმანი: მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობ

„მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი უნივერსიტეტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის – დაფუძნებაში ვმონაწილეობ“ – განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

როგორც ვოლფგანგ ჰერმანმა აღნიშნა, დღეს საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო ურთიერთობებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდევლი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“ – განაცხადა ჰერმანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად