კუნძულ გრან კანარიაზე ტყის ხანძრის გამო, 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ესპანეთის კუნძულ გრან კანარიაზე ( კანარის კუნძულებში შემავალი კუნძული ატლანტის ოკეანეში) ტყის ხანძრის გაჩენის გამო, დაახლოებით 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიკრობლოგ Twitter– ის გვერდზე რეგიონალური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“ამჟამად, რამდენიმე კვარტალიდან და ტაჰედის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 2 ათასი ადამიანია ევაკუირებული, ”- ნათქვამია განცხადებაში.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს დეპარტამენტის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს დამატებითი ჯგუფები შეუერთდნენ.

კუნძულ გრან კანარიაზე ტყის ხანძარი 10 აგვისტოს გაჩნდა.ხანძრის შედეგად 1 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

პოლიციამ ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი 55 წლის მამაკაცი დააკავა. ვარაუდობენ, რომ გზის მახლობლად შედუღების აპარატის გამოყენება შესაძლოა ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...