საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია მოვალეობის შესასრულებლად მიეგზავრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მოვალეობის შესასრულებლად მიემგზავრება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

“მივემგზავრები ქვეყანაში, სადაც თვითმფრინავის დაშვებისას გული ისევე ძგერს, როგორც თბილისში. ბოლომდე ვერ ავხსენი – რატომ… ერთი ვიცი, იქ ჩემები მელოდებიან. ჩემი ქვეყნის ერთგული ხალხი. ჩემი წინაპრების ძვლები, მათი სისხლით მორწყული წმიდა მიწა. მათი ოფლით ნაშენები მსოფლიოს საგანძური მონასტრები. ჩემი თანამემამულეები, რომლებიც საკუთარი ოჯახებიდან შორს წვალობენ, რომ ოჯახებს ხელი შეუწყონ და ელემენტარული მატერიალური ბაზა შეუნარჩუნონ. ჩემი ერთგული მეგობრები. ბევრი საქმე, რომლის კარგად გაკეთება ორ ქვეყანას და ორ ხალხს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მიხარია, რომ ისრაელის ყველაზე დიდი გამოცემა ასეთი თბილი სტატიით ეგებება საქართველოს ელჩს. მოლოდინი დიდია, პატივი და პასუხისმგებლობის გრძნობა – კიდევ უფრო დიდი… არასოდეს დავმშვიდობებივარ ისრაელს. 2008 წელს მე ვთქვი “ნახვამდე და მომავალ შეხვედრამდე”. ბოლო დიპლომატიურ მიღებაზე ჩემმა დავით ცისკარიშვილმა ხმამაღლა მითხრა – “შენ ახლა მიდიხარ, მაგრამ ისევ ჩამოხვალ ელჩად… მე აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, მაგრამ შენ აქ ელჩად დაბრუნდები”.
მე მოვდივარ დავით და თან ისრაელისადმი ჩემი ქვეყნის და ხალხის ერთგულება და თანადგომა მომაქვს. შენ ახლა საქართველოს წმიდა მიწაში განისვენებ და ზეციური საქართველოდან შემომეგებები იქ, სადაც თვითმფრინავის დაშვებისას გული ზუსტად ისე ძგერს, როგორც თვითმფრინავიდან ჩემი მრავალჭირნახული საქართველოს კონტურების დანახვისას”- წერს ლაშა ჟვანია.

ლაშა ჟვანიას პირად გვერდზე წერია, რომ “საქართველოს ელჩი, რომელმაც ქვეყნის სახელწოდება „გრუზია“ „ჯორჯიად“ შეცვალა მეორე ვადით ბრუნდება როგორც საქართველოს ელჩი ისრაელში”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლაშა ჟვანია, რომელიც თავისუფლად საუბრობს ივრითზე, ისრაელში საქართველოს ელჩად მეორე ვადით დანიშნა.

ელჩობის პირველ ვადაში, ლაშა ჟვანიამ ისრაელში თავისი ქვეყნის სახელწოდების რებრენდინგი განახორციელა.

ცნობისათვის: ლაშა ჟვანია ისრაელში 2005-2008 წლებში მოღვაწეობდა.

ახალი ელჩი ბევრი ებრაელისთვის არის ცნობილი. იგი ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო შემდეგ კერძო ბიზნესში გადაინაცვლა. ბოლო პერიოდში, იგი იყო საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში. 2018 წლის ნოემბერში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მისი ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დანიშნა. ძალიან მაღალი პოზიცია!
გასულ კვირას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად მეორე ვადით დანიშნა.

ლაშა ჟვანიას საკმაოდ მჭიდრო კავშირები აქვს ქართველ ებრაელებთან. იგი ასევე კარგად იცნობს ისრაელის პოლიტიკის ბევრ წარმომადგენელს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად