57236 კოვიდინფიცირებული 24 საათში – აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

პორტალ “worldstar.info”-ზე კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკა ქვეყნდება.

პორტალის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 57236-ით გაიზარდა.
 
დღის განმავლობაში ასეთი დიდი რაოდენობით კოვიდინფიცირებული პირველად გამოვლინდა
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კოვიდინფიცირება დაუდგინდა 2 837 189 კაცს, რაც მთელ მსოფლიოში დაინფიცირებულთა 25,85%-ია.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 687 კაცი.
 
სულ, აშშ-ში, კორონავირუსით გარდაცვლილია 131 485 კაცი – მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 25,13%.
 
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 50-დან 38 შტატში მატულობს. 24 შტატში დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობაც გაზრდილია.
 
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო 13-მა შტატმა უარი თქვა საწარმოთა მუშაობის განახლების გეგმებზე კიდევ ექვსმა კი უკვე გახსნილი წარმოებების მუშაობა შეაჩერა და კვლავ განაახლა სოციალურ დისტანცირებაზე შეზღუდვები.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად