572 კოვიდინფიცირებული და 8 გარდაცვლილი – აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიმწვავე არ ცხრება

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 18 684 შემთხვევა – 1 855 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა და განმეორდა 29 ივნისის დამყარებული რეკორდი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 228 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,22%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 22,6.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 364 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 10 425 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,80%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 8 031 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 495 828 ტესტი – 49 222 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

დღეიდან, აზერბაიჯანში, გაიზარდა განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის დაცვის შესრულებაზე კონტროლის განმხორციელებელი პატრულის რაოდენობა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პატრული განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მოსახლეობის მიერ სამედიცინო ნიღბის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ არსებული მოთხოვნების დაცვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ გაზრდილია ამა თუ იმ დარღვევის შესაბამისი ჯარიმის ოდენობა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად