ნიკოლას მადურო მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო შესაძლოა, რუსეთს ეწვიოს, რათა ქვეყნებს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდეს. ამის შესახებ გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ყოველწლიურ სხდომაზე ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე არეასმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Sputnik Mundo ავრცელებს.

“ვფიქრობ, რაღაც მომენტში, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რუსეთს ეწვევა, რათა რუსეთის მთავრობასთან და კომპანიებთან ახალ შეთანხმებებს ხელი მოეწეროს”, – განაცხადა მინისტრმა, თუმცა ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ამ წლის ივნისში ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთში ნიკოლას მადუროს ვიზიტი იგეგმებოდა, რათა “ადამიანთა კეთილდღეობის შესახებ” შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ამ ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ვენესუელის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ბოლოს, ნიკოლას მადურო რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მოსკოვთან კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...