567 კოვიდინფიცირებული 24 საათში – სლოვაკეთი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

სლოვაკეთის სამედიცინო ინფორმაციის ნაციონალურ (NCZI) საიტზე განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკა ქვეყნდება.

საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში 567 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 336-ით მეტი გუშინდელ და 15-ით მეტი 26 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე.

ჩატარებული 7350 ტესტიდან დადებითი ტესტების რაოდენობამ 7.7% შეადგინა.

განვლილ 24 საათში სლოვაკეთში კორონავირუსით 3 კაცი გარდაიცვალა.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე სლოვაკეთში ინფიცირების 10141 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 48 კაცი.

კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განვლილ პერიოდში ყოველ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სიმცირის მიხედვით სლოვაკეთი დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში საქართველოს მომდევნო მე-2 ადგილს იკავებდა. უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაზრდილი კოვიდინფიცირების შემთხვევების შედეგად სლოვაკეთი, ამჟამად, (1857 ინფიცირებულით ყოველ მილიონზე) ჩამორჩება ლატვიას (919), კვიპროსს (1441), საქართველოს (1553), ლიტვას (1730), საბერძნეთს (1741) და ფინეთს (1785).

ყოველ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით გარდაცვლილთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა ევროპაში სლოვაკეთშია – 8.8. საქართველომ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა -10.2.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა სლოვაკეთში ტოლია 78.4-ის (საქართველო – 92.4), რაც ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის მწვანე ზონაში მოსახვედრად დაწესებულ მაქსიმალურ ზღვარზე (50) მეტია.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით გარდაცვალებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა სლოვაკეთში 0.18-ის ტოლია (საქართველო – 0.51)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად