პარაოლიმპიელმა ძიუდოისტებმა აშშ-ში ორი ოქროს და ბრინჯაოს მედლები აიღეს

ზვიად გოგოჭურმა და რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, გიორგი გამჯაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი.

აშშ-ის ინდიანას შტატის ქალაქ ფორტ-უეინში დასრულდა ძიუდოში უსინათლო სპორტსმენთა საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) ეგიდით მიმდინარე ტოკიო 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება

100კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა რიო-2016 -ის პარაოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა ზვიად გოგოჭურმა. მან იპონით დაამარცხა თურქი გოხან ბაიცერი, ბრაზილიელი ანტონიო ტენორიო და ფინალში დიდ ბრიტანელ კრისტოფერ სკელის შეხვდა. შეხვედრის დაწყებიდან 11 წამის შემდეგ ზვიად გოგოჭურმა ვაზარი აუღო მეტოქეს, 27 წამის შემდეგ კი მსაჯებმა იპონი დააფიქსირეს და ზვიად გოგოჭური ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

+100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ იპონით მოუგო შეხვედრები ჩინელ სონგ ვანგს, დიდ ბრიტანელ ჯეკ ჰოდგსონს და ფინალში კორეელ გვანგ გინ ჩოის შეხვდა. უილეთო შეხვედრის მე-3 წუთის დასასრულს კორეელმა მე-3 შიდო მიიღო და რევაზ ჩიგოგიძე ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე, საქართველოს ჰიმნის შესრულების დროს, ადვილი შესამჩნევი იყო რევაზ ჩიკოიძის ემოციები, გამოწვეული მის მიერ ოქროს მედლის პირველად მოპოვებით. თვალთმომდგარი ცრემლების შეკავებას იგი ძლივს ახერხებდა, თუმცა, საბოლოოდ, ცრემლმა მაინც იძალა და “აჯობა” მას. ჰიმნის დასრულების შემდეგ რევაზ ჩიკოიძემ ცრემლი მოიწმინდა და ამის შემდეგ გადაიღო სხვა პრიზიორებთან ერთად სამახსოვრო სურათი.

კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა გიორგი გამჯაშვილმა 66 კგ წონით კატეგორიაშიმოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის ანგარიშზეც 2 ოქროს, 1 ბრინჯაოს, 1 მეხუთე და 1 მეშვიდე ადგილია, პირველი ადგილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად