556 კოვიდინფიცირებული და 7 გარდაცვლილი – აზერბაიჯანში ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები რეკორდულთან ახლოსაა

პორტალი “trend.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთხელ, 24 ივნისს იყო დაფიქსირებული ინფიცირებულთა უფრო დიდი რაოდენობა – 590 კაცი.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 17 524 შემთხვევა – 1 740 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელ, რეკორდულ რაოდენობაზე 1-ით ნაკლები.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 213 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,22%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 21,1

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 346 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 9 715 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 55,44%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 7 596 კაცი.

აზერბაიჯანში ჩატარებულია 482 170 ტესტი – 47 867 ტესტი ყოველ მილიონ მოსახლეზე.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება და საზღვრები გაიხსნება.

“რთული სათქმელია, როდის მოხდება ეს, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, რა თქმა უნდა, თქვენი რეკომენდაციები ტურიზმის სექტორის აღდგენის თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.” ჩვენ ტურიზმის სექტორის მუშაკებს ხელფასის დიდ ნაწილს ვურიცხავდით, რათა მათ ჰქონოდათ საარსებო სახსრები საკადრო პოტენციალის შენარჩუნების შესაძლებლობა ჩემ მიერ მთავრობას მიცემული აქვს მითითება განაგრძოს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა, რადგან, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, უაღესად ძნელია შესაძლებლობების შექმნა (იგულისხმება დაკარგული პოტენციალის აღდგენა-გაძლიერება – “აიპრესი”), – განაცხადა ილჰამ ალიევმა პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციის დროს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მინისტრთა საბჭოსთან არსებული ოპერატიულ შტაბი სპეციალური საკარანტინე რეჟიმის კიდევ ორი კვირით, 5 ივლისიდან -19 ივლისამდე გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად