თალაკვაძე: “ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია

“ძალიან სამწუხაროა, რომ “ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მათ პირდაპირ თქვეს, რომ ეუთოს რეკომენდაციები არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის მეორეხარისხოვანი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებება მათსავე განცხადებებს, რომლებსაც თუნდაც წინა დღეებში აკეთებდნენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ეს არ გვიკვირს ეს არის ოპოზიციის ის ნაწილი, ვისაც უჭირს საკუთარ თავზე თავის წილი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის აღება, და რომელიც შემდეგ ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიკეთეებით რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოჰყვება ხოლმე,”-აცხადებს თალაკვაძე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...