ვიქტორ დოლიძე: პრეზიდენტი ჟენევაში ისაუბრებს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 10 ივნისს ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 

როგორც ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძემ პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ვიზიტების შემდეგომ დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ და მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს წაადგება მათი განვითარების, მათი უკეთესი მომავლის გზაზე.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს ასევე ცირკულარული მიგრაციის საკითხებზე, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ხელს უწყობს უცხოეთში ლეგალურ საქმიანობაში და რაც არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავებაში დაგვეხმარება.

“პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, დიპლომატებს კიდევ უფრო მეტად ეხსნებათ გზა, რომ შესაბამისი საკითხების ლობირება განაგრძონ და მაქსიმალურ შედეგებს მიაღწიონ ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოების, დეოკუპაციის, ჯანდაცვის, ეკონომიკური საკითხებზე, სოციალური თანასწორობის თემებზე. მათ შორის, შრომის ინსპექტორის ინსტიტუტის დაარსებაზე და მისი ჰარმონიზაციის პროცესზე. როგორც გაეროს ჟენევის ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში”,  განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად