გურამ თუშიშვილმა საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა!

რუმინეთის ქალაქ ნაპოკა-კლუჟში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება ძიუდოში

უკანასკნელ ორთაბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალისტები – გურამ თუშიშვილი და რუმინელი მირჩა კროტორუ წარდგნენ.

გურამ თუშიშვილმა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრამდე გურამ თუშიშვილმა იპონით დაამარცხა რუმინელი ბოტონდ კუნცი და უკრაინელი ფედირ პანკო.

ამრიგად, ნაპოკა-კლუჟის ტატამზე მსოფლიო თასზე საასპარეზოდ გასული საქართველოს ნაკრების 7 წევრიდან, რომლებმაც ექვს წონით კატეგორიაში იასპარეზეს, ოთხმა ოქროს მედალი მოიპოვა – ვლადიმერ ახალკაცი (81კგ), ლაშა
ბექაური (90კგ), ონისე სანებლიძე (100კგ), გურამ თუშიშვილი (+100კგ), ორმა კი ბრინჯაოს მედალი – ტატიანა ლევიცკაია-შუკვანი (52 კგ) და იმედა გოგოლაძე (90 კგ). არ გაუმართლა ავთანდილ კუტალაძეს (60კგ), რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ქალთა და კაცთა გაერთიანებულმა არასრულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ბუნებრივია, პირველ ადგილზე კაცთა ნაკრებიც გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად