ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 55 წლის კაცი დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი,  თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და  ამცირებდა. მიუხედავად
ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ.
მორიგ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...