”თითი ჩაწიე, კარგად დაფიქრდი და ისე მელაპარაკე”-დაპირისპირება საგანელიძესა და ჭიჭინაძეს შორის

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, დავით საგანელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საგანელიძე-როგორ ვესაუბრო დეპუტატებს როგორმე ვიცი. 16 წლიანი გამოცდილება მაქვს და გთხოვთ, დაიცვათ ის წესი, რომელიც პარლამენტში არსებობს.

ჭიჭინაძე-წესი დაიცავით თქვენ, როცა თქვენ ხართ აქ მაშინ თქვენ დაადგენთ წესს და როცა  ჩვენ ვსხედვართ, ჩვენ დავადგენთ. როცა რაღაცას არასწორად ამბობთ, მაგას ყოველთვის გაგისწორებთ.

საგანელიძე– კეთილი ინებე, მომისმინე.

ჭიჭინაძე_ თქვენ ინიციატივების შემოტანის უფლება არ გაქვთ. თვალში ნაცარი შეაყარეთ, სადაც შეგიყრიათ იქ.

საგანელიძე– ბევრჯერ შეიცვალე, ბევრჯერ, ერთხელ არა. გამომსვლელს დაამთავრებინე საუბარი, ჩაიწერე კითხვა რომ არ დაგავიწყდეს, მერე მკითხე და გიპასუხებ. გავიწყდება, როგორ მოხვდი აქ. აქ როგორ მოხვდი დეტალებში მახსოვს.

ჭიჭინაძე- შენ როგორ მოხვდი ეგ ნაღდად ვიცი რა.

საგანელიძე_ თქვენობით მომმართე.  თქვენობით მომართვას დამსახურება უნდა.

ჭიჭინაძე_ ჩამოდი მაქედან, თავში რაღაც აგივარდა.

საგანელიძე_ თითი ჩაწიე, კარგად დაფიქრდი და ისე მელაპარაკე.

ჭიჭინაძე- თითი კიარა, სხვა რამე არ აგიწიო კიდე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...