5397 კოვიდინფიცირებული და 93 კორონავირუსით გარდაცვლილი – უკრაინის 2 ანტირეკორდი

უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში უკრაინაში კოვიდინფიცირების 5397 შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე 644-ით მეტი.
 
განვლილ 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 93 კაცი, 3 ოქტომბრის რეკორდულ რაოდენობაზე 1-ით მეტი.
 
სულ, უკრაინაში კოვიდინფიცირების 244 734 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსით გარდაცვლილია 4 690 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 129,7-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 2,14.
 
გუშინდელი მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს ევროპის 11 სახელმწიფოში დაფიქსირდა ანტირეკორდი. ეს ქვეყნებია:  საფრანგეთი (18746), ჩეხეთი (5338), ნიდერლანდები (4989), უკრაინა (4753), პოლონეთი (3003), რუმინეთი (2958), მოლდოვა (1062), სლოვაკეთი (877), ბულგარეთი (437), სლოვენია (356), ჩრდილოეთ მაკედონია (317).
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად