პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო დაშავებულებსა და მსხვერპლზე ინფორმაცია არ გავრცელებულა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ტაძრის წარმადგენლის ანდრე ფინოს განცხადებით, სახანძრო სიგნალიზაცია ადგილობრივი დროით 18:30 წუთზე ჩაირთო. ინციდენტის შემდეგ, შენობაში მყოფი მოსახლეობის დაუყოვნევლივ ევაკუაცია განხორციელდა. შენობის გარშემო უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა სარეაბილიტაციო სამუშაობს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...