53 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო საშუალებები განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

განვლილ 24 საათში ჩატარებული 195 ტესტიდან 27%-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. შედეგად, კოვიდინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 53-ით გაიზარდა.

სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 878 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 7 კაცი.

1 აგვისტომდე ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 84 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთიდან ტურისტების დაუბრკოლებლივ მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები აგვისტოში 84-დან 330-მდე, 293%-ით გაიზარდა.

აგვისტოში, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეში საშუალოდ ინფიცირების 8 შემთხვევა ფიქსირდებოდა. სექტემბრის 19 დღის განმავლობაში ინფიცირების 548 შემთხვევაა გამოვლენილი, დღეში, საშუალოდ 29.

ადგილობრივი პრესით გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლებამ 5 ოქტომბრიდან კოვიდშეზღუდვების რეჟიმის კვლავ შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად