53 კორონავირუსით გარდაცვლილი და 1454 ინფიცირებული 24 საათში – რუმინეთი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს

რუმინეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რუმინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 454 კაცს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება, გუშინდელ, რეკორდულ რაონენობაზე 39-ით მეტს.

სულ, რუმინეთში ინფიცირების 66 631 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რუმინეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 53 კაცი გარდაიცვალა, 7 აგვისტოს რეკორდულ რაოდენობაზე 3-ით მეტი

გარდაცვლილი 53 პაციენტიდან 32 კაცია და 21 ქალი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობები ასეთია: 30-39 წლის – 1; 40-49 წლის – 1; 50-59 წლის – 3; 60-69 წლის – 13; 70-79 წლის – 24; 80 წელს ზემოთ – 11.

სულ, რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვლილია 2 860 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუმინეთი მსოფლიოში მე-40, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით 31-ე ადგილზეა.

რუმინეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 26970-დან 50886-მდე, 23 916-ით ანუ 89%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1 651-დან 2 343-მდე, 692-ით ანუ 42%-ით გაიზარდა.

რუმინეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 771 ინფიცირება და 22 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი 13 დღის საშუალო კი 1 211 ინფიცირება და 40 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად