მეხანძრეებმა, ხანძრის ჩაქრობისას, ფულით სავსე ზარდახშა აღმოაჩინეს

თბილისში, ინანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნულის შესახებ ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინანიშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 100 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ამჟამად ლიკვიდირებულია და ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...