ქართველმა მოციგურავეებმა 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვეს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული 2019 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში გოგონების თავისუფალი პროგრამით დასრულდა.

ასპარეზობაში ჩართული 46 მონაწილიდან მხოლოდ 24-მა იუნიორმა გოგონამ და მათ შორის ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ მიიღო მონაწილეობა დასკვნით შეჯიბრებაში.

რუსეთის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიის , კორეის , იტალიისა და უკრაინის ჩემპიონებთან ერთად, ალინა ურუშაძემ საკმაოდ კონკურენტულად იასპარეზა ტურნირის ორივე პროგრამაში. ჩემპიონატს განსაკუთრებულ მნიშვნელობა სძენდა ის ფაქტი , რომ სწორედ ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდებოდა ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 12 ლიცენზია. ქართველმა მოციგურავემ ორივე პროგრამაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და ჯამური 157, 96 ქულით ახალგაზრდული თამაშების ლიცენზიას დაეუფლა.

ვაჟთა კატეგორიაში 2020 წლის თამაშების ლიცენზია მიიღო ირაკლი მაისურაძემაც. სპორტულ ცეკვებში მოწინავე საციგურაო ქვეყნების – კანადის,რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად ლოზანის ოლიმპიადის საგზური ერგო მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს.


იუნიორთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებულად შედეგიანი აღმოჩნდა ქართველი მოციგურავეებისათვის. სამ კატეგორიაში მონაწილე თითოეულმა მოციგურავემ ღირსეულად იასპარეზა და შერჩევის პირველივე ეტაპზე მოიპოვა სალიცენზიო საგზურები 2020 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად