ტკიპების სეზონი იწყება-რა დაავადებებს იწვევს და როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ტკიპების სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. მას შემდეგ რაც მთელი ზამთარი აქტიურად ცირკულირებდა H1N1, ახლა უკვე H3N2 და B ტიპის ვირუსიც გამოჩნდა.

პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს ტკიპებისგან თავის დასაცავად გამოიყენონ სპეციალური საშუალებები(სითხე,რეპელენტები,მალამო)რომლის შეძენაც არათუ აფთიაქში, არამედ ტურისტულ  სავაჭრო ობიექტებშიცაა შესაძლებელი.

“საქართველოში ტკიპისგან რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს,ყველაზე მძიმე დაავადება ეს არის ყირიმ-კონგოს ცხელება,ტულარემია,რომელიც ძალიან იშვიათია. ასევე,შედარებით ხშირად გვხვდება ბორელიოზი,ანუ ლაიმის დაავადება.

პირველრიგში, როდესაც ბუნებაში გავდივართ თავი უნდა დავიცვათ ტკიპებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ფერმერებს,სოფლის მეურნეობაში მომუშავეებს,რომლებიც სულ ბუნებაში იმყოფებიან.მაქსიმალურად დახურული უნდა იყოს კანი ტანსაცმელით. შარვალი ჩატანებული უნდა იყოს ფეხსაცმელში, რათა ტკიპას აცოცების საშუალება შევუზღუდოთ.ტკიპა ტანსაცმლიდან ვერ შევა,ხელიდან კი შესაძლოა შეცოცდეს.

ტკიპებისგან თავის დასაცავად არსებობს ძალიან ბევრი საშუალება,მათ შორის სპრეი, მალამო, სითხე,დამაფრთხობელი ჰქვია -რეპელენტები,რომელიც არის კოღოების,ტკიპების და კომბინირებულიც.

უნდა დახედოთ ეტიკეტს რა წერია. არის თუ არა ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის, ასაკობრივი ადამიანებისთვის. ეს არის არა თუ აფთიაქებში,ასევე ტურისტულ მაღაზიებშიც.

თუ მაინც აგვაცოცდა ტკიპა,რაც დიდი ხანი იქნება ეს ტკიპა მოკრული კანზე, მით უფრო მეტი შანსია თუ რამე დაავადება აქვს დაგვემართოს. ამიტომ რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ ტკიპას უკეთესია.

ტკიპის მოშორებას აქვს თავისი წესი. პირდაპირ არ უნდა მოვიშოროთ. იყო შემთხვევა,როდესაც ძროხებს ხელით მოაშორეს ეს ტკიპები,გასკდა ეს ტკიპა და დასნებოვდა ადამიანი,ამიტომ დაცული ხელით უნდა მოვაშოროთ ან ხ ელთათმანები გამოვიყენოთ.

ადამიანის კანზე,ტკიპა არის პატარა,შავი წერტილივით,შეიძლება ლუპაც კი დაგვჭირდეს. ტკიპა შეგვიძლია პინცეტით ფრთხილად მოვიშოროთ.უნდა ამოვატრიალოთ და ამოვიღოთ. არის ასევე ასეთი სპეციალური მოწყობილება სამკაპი”,-განაცხადა იმნაძემ “იმედის” ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...