52 კოვიდინფიცირებული 24 საათში – ინფიცირების ასეთი მცირე რაოდენობა სომხეთში ბოლოს 23 აპრილს იყო

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 52 შემთხვევა დაფიქსირდა 157-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სომხეთში ინფიცირების შემთხვევების უფრო ნაკლები რაოდენობა ბოლოს 23 აპრილს გამოვლინდა.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 39 102 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13212-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 8 კაცი გარდაიცვალა, 3-თ მეტი, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 762 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,95%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 257.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 29861 კაცი – 76,37%, ხოლო 8 251 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 167 095 ტესტირება ჩატარდა – 56 461 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში, ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში, დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი სამი დღის საშუალო კი 184 ინფიცირება და 8 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად