კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

გერმანელი დიზაინერი და მოდის სახლ Chanel-ის კრეატიული დირექტორი, კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კარლ ლაგერფელდი ავად იყო და თავს ძალიან სუსტად გძნობდა.

იანვარში ის საკუთარ ჩვენებას ვერ დაესწრო, მაგრამ მოდის სახლმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ დიზაინერი ძალიან დაღლილი იყო.

გერმანელი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი,1938 წლის 10 სექტემბერს ბანკირის ოჯახში დაიბადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად