51-ე სკოლის დირექტორი: ტვ პირველს დეტალურად ავუხსენი რეალობა – გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი

„შემაშფოთებელია! მიუხედავად იმისა, რომ „ტვ პირველს“ დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა და ასევე სამწუხაროდ, ალბათ დაიჯერა კიდეც. პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა“.

ამის შესახებ  51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თიკო გურამიშვილი  სოციალურ ქსელში Facebook წერს და განმარტავს, რომ გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი და დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება.

„შემაშფოთებელია! მიუხედავად იმისა, რომ ტვ “პირველს” დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადებამ იხილა და ასევე სამწუხაროდ, ალბათ, დაიჯერა კიდეც.

„დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება, კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. ტელეკომპანიის ნაცვლად კი, მინდა საზოგადოებას მე მოვუხადო ბოდიში, რადგან პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა. სწორედ საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რეალობა: 1. გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი. მან საპენსიო პროგრამის ფარგლებში დატოვა პოზიცია. 2. ასევე ცალსახად განვმარტავ, რომ გუშინ, 13 მაისს, როდესაც სასწავლო პროცესი განახლდა, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ მიგვიმართავს სამინისტროსთვის. 3. სკოლის პედაგოგები 2-კვირიანი ინტერვალით იტესტებიან, რაც ემსახურება ვირუსის პრევენციას, ხოლო სკოლაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების და ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობა”! – წერს თიკო გურამიშვილი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსს 51-ე სკოლის, ბიოლოგიის მასწავლებელი ემსხვერპლა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...