50 წლის კაცი, რომელმაც თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე 39 წლის კაცი დაჭრა, დაკავებულია

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის
ქვეს მყოფი დ.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 სექტემბერს თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1980 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.
პოლიციამ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად