საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების გაფართოებას ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა უკეთ ხედავს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. კერძოდ, თუ 2015 წლამდე მოქმედი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობა ფარავდა ბავშვების 25.8%-ს, ახალი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა 33%-ს შეადგენს.

მიხედავად იმისა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით, 16 წლამდე ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 10 ლარს შეადგენს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარება და ბავშვის შემწეობა ყველაზე დადებითად ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე მოქმედებს. აღნიშნული დახმარების გარეშე, ბავშვებში უკიდურესი სიღარიბე 6.85%-დან 13.1%-მდე გაიზრდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნას ბავშვების 50 ლარიანი, ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი.
(არსებული 10 ლარიანი დანამატი, ჩანაცვლდება 50 ლარიანი დახმარებით)

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 143 166-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ. ლარია”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად