50 კორონავირუსით გარდაცვლილი და 1378 ინფიცირებული 24 საათში – რუმინეთი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს

რუმინეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

რუმინეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში 1 378 კაცს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება. ასეთი დიდი რაოდენობით ინფიცირებული რუმინეთში პირველად გამოვლინდა. დღემდე მაქსიმალური რაოდენობა 30 ივლისს დაფიქსირებული 1 356 შემთხვევა იყო.

სულ, რუმინეთში, ინფიცირების 59 273 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რუმინეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით 50 კაცი გარდაიცვალა. დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა რუმინეთში პირველად დაფიქსირდა. დღემდე მაქსიმალური რაოდენობა 4 აგვისტოს დაფიქსირებული 48 გარდაცვალება იყო.

გარდაცვლილი 50 პაციენტიდან 31 კაცია და 19 ქალი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გარდაცვლილთა რაოდენობები ასეთია: 40-49 წლის – 4; 50-59 წლის – 4; 60-69 წლის – 11; 70-79 წლის – 17; 80 წელს ზემოთ – 14.

სულ, რუმინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილია 2 616 კაცი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუმინეთი მსოფლიოში 41-ე, გარდაცვლილთა რაოდენობით კი 31-ე ადგილზეა. მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით რუმინეთი ინფიცირებულთა რაოდენობით (3 083) მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს, ხოლო მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით (136) მსოფლიოში 38-ე ადგილზეა.

რუმინეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 26970-დან 50886-მდე, 23 916-ით ანუ 89%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 1 651-დან 2 343-მდე, 692-ით ანუ 42%-ით გაიზარდა.

რუმინეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 771 ინფიცირება და 22 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი შვიდი დღის საშუალო კი 1 198 ინფიცირება და 39 გარდაცვალებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად