50 დოლარის ქურდობისთვის უვადო პატიმრობამისჯილი 36 წლის შემდეგ შეიწყალეს

ელვინ კენარდი, რომელსაც 1984 წელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ამ დღეებში დატოვებს ციხეს. 22 წლის ელვინ კენარდი1983 წლის 23 იანვარს საცხობიდან 50 დოლარის და 75 ცენტის მოპარვის გამო გაასამართლეს. იგი ამ დროს 1979 წელს ტექნიკური მომსახურების სადგურის ძარცვის გამო ბრალდების სამ პუნქტში იყო ცნობილი დამნაშავედ და სამწლიან პირობით სასჯელს იხდიდა.

ალაბამას შტატის იმ დროს არსებული კანონების თანახმად კი კი ოთხი დანაშაულის ჩამდენი პირი შეწყალების უფლების გარეშე უვადო პატიმრობით უნდა დასჯილიყო. ეს კანონი 2000-იანი წლების დასაწყისში შეიცვალა, თუმცა ცვლილებას უკუქმედების ძალა არ ჰქონდა, ადრე გამოტანილი ყველა განაჩენის ავტომატურად გადასინჯვას არ ითვალისწინებდა და ელვინ კენრადი არავის გახსენებია. ოლქის ერთ-ერთმა მოსამართლემ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა რომ ვიღაც 50 დოლარის ქურდობის გამო იყო უვადო პატიმრობამისჯილი. ის საქმეს დეტალურად გაეცნო და ადვოკატ კარლა კრაუდერს მისით დაინტერესება სთხოვა. ადვოკატის თქმით, ციხეში პირველივე ვიზიტის დროს მან ციხის თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ელვინ კენარდი კარგი ქცევით გამოირჩეოდა და ეს ის პიროვნება იყო, რომლის განთავისუფლებისთვისას ადვოკატს ბევრი წვალება არ დაჭირდებოდა. საოლქო პროკურორის თანაშემწეც აღნიშნავს, რომ ელვინ კენარდის სანიმუშო ქცევა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მოსამართლის მიერ მისი განთავისუფლების საკითხის განხილვის დროს.

ადვოკატი ამბობს, რომ შტატის ამჟამინდელი კანონები ასეთი ტიპის დანაშაულისთვის 10-დან 21 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ელვინ კენარდის ათზე მეტი მეგობარი და ნათესავი ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, მასთან კავშირი ახლობლებს ამ ხნის განმავლობაში არ გაუწყვეტიათ, მას ციხეში რეგულარულად აკითხავდა ძმისშვილი და არის სახლი, სადაც მას მიიღებენ და იცხოვრებს. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ციხეებში კვლავ რჩებიან პატიმრები, რომელთა საქმეები ელვინ კენარდის საქმის ანალოგიურია. მათი ხმა არავის ესმის, მათ არ ჰყავთ ადვოკატები, რომლებიც შეისწავლიდნენ მათ საქმეებს და განაჩენის გადახედვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავდნენ, – დასძენს ადვოკატი კარლა კრაუდერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად