50 000 დემონსტრანტი მოსკოვის ცენტრში – ყველაზე ხალხმრავალი მიტინგი, ბოლო წლების განმავლობაში

მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე გამართულ სანქცირებულ მიტინგზე 50 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა მოსკოვის ცენტრისკენ გადაინაცვლეს.

ეს ბოლო წლების განმავლობაში გამართული ყველაზე ხალხმრავალი მიტინგი იყო რუსეთში. აქციაზე მუსიკოსები, მწერლები, ბლოგერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

მიტინგი ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ ხალხი ტყუილმა დაღალა. მიტინგის ბოლოს აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.

მოგვიანებით დაიწყო დაკავებები… დააკავეს აქციის ორგანიზატორები და პოლიტიკოსები. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ასეული მომიტინგეა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...