5 წლის ლიკა ტრანსპლანტაციის შემდეგ, ვერონადან სამშობლოში ჯანმრთელი დაბრუნდა

5 წლის ლიკა კაპანაძეს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ვერონაში ჩაუტარდა. ერთწლიანი მკურნალობის შემდეგ, ბავშვი სამშობლოში ჯანმრთელი დაბრუნდა. ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები დიტო ცინცაძის ფონდმა დაფარა. ლიკამ ტრანსპლანტაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის კურსებს გადის. 

ჩვენი შვილობილი, უკვე 5 წლის ლიკა კაპანაძე, რომელიც წელიწადნახევრის წინ, ჩვენი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდიასა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით, იტალიაში( ვერონას კლინიკაში) ძვლის ტვინისგადასანერგად გავამგზავრეთ, დღეს, 28 თებერვალს, 3:20 საათზე, გამოჯანმრთელებული გვიბრუნდება საქართველოში. ეს დიდი გამარჯვებაა, პირველ რიგში ყოველი თქვენგანის, ვინც ყოველთვიურად რიცხავთ ფონდში თქვენი ხელფასებიდან თანხებსდა იმ კეთილი ადამიანების, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან ამ პატარა ბავშვებს. ეს დიდი გამარჯვებაა ასევე ჩვენი ფონდის. დიდ მადლობას გიხდით ყველა თქვენთაგანს ამ დიდი სიხარულისათვის. გაიხარეთ, კეთილო ადამიანებო. შემოგვიერთდით, დარეკეთ 0 901 08 08 06. 

ფონდის საბანკო ანგარიშები: საქართველოს ბანკი. კოდი: BAGAGE22 ანგარიში: GE62BG0000000996577500 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 ანგარიში: GE76LB0115141235049000 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

თი ბი სი ბანკი. ბანკის კოდი: TBCBGE 22 ანგარიში: GE98TB7517536080100003 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

პროკრედიტ ბანკი. ბანკის კოდი: MIBGGE22 ანგარიში: GE49PC0073600100015054 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

რესპუბლიკა ბანკი. ბანკის კოდი: REPLGE22 ანგარიში: GE98BR0000010217224577 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

კორ-სტანდარტ ბანკი. ბანკის კოდი: KSBGGE22 ანგარიში: GE49KS0000000360800650 მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...