5-თვის შემდეგ გახსნილ ლენინის მავზოლეუმში შესვლა დამცავი ნიღბებით და სხეულის ტემპერატურის გაზომვის შემდეგაა შესაძლებელი

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრესით, ტელევიზიით და აგრეთვე სხვადასხვა სოციალური ქსელით ვრცელდება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან, კვლავ გაიხსნა მნახველათვის 5 თვის განმავლობაში დახურული ლენინის მავზოლეუმი.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ლენინის ნეშტის მონახულების მსურველი რამდენიმე ასეული კაცი, მათ შორის წყვილები, ოჯახები ბავშვებით, ტურისტთა ჯგუფები, დილიდან იდგნენ გრძელ რიგში და მავზოლეუმის გახსნან ელოდებოდნენ.
 
მავზოლეუმში შესვლის მსურველთა რიგი ძალიან ნელა მიწევს წინ, რადგან ყველა მნახველს შესასვლელში ხელჩანთებს უმოწმებენ და სხეულის ტემპერატურას უზომავენ.
 
მავზოლეუმში შესვლის მსურველებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ დამცავი ნიღბები ან რესპირატორები და ეცვათ ჰიგიენური ხელთათმანები.
 
რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ დღეიდან კრემლის კედელთან არსებული სასაფლაოს მონახულებაც ნებადართული გახდა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...