5 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა 2 სუპერ მატჩით ბრუნდება

კორონავირუსის გამო გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგა დღეს ბრუნდება. ფეხბურთის გულშემატკივარს დღეს ორი სუპერ მატჩი ელოდება.

ტურინში “იუვენტუსი” ფრანგულ “ლიონს” უმასპინძლებს. ამ წყვილში პირველი მატჩი “ლიონმა” მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. ხოლო დღის მეორე მატჩი მანჩესტერში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “სიტი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. პირველ მატჩში “სიტიმ” “რეალი” სტუმრად დაამარცხა ანგარიშით 1:2.

გადადებული მატჩების კიდევ ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება. “ბარსელონა” “ნაპოლის” უმასპინძლებს (პირველი მატჩი იტალიაში 1:1 დასრულდა), ხოლო მიუნხენის “ბაიერნი” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლებს. (პირველი მატჩი ლონდონში გერმანელების გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 0:3).

მეოთხედფინალები უკვე 12 აგვისტოდან დაიწყება და მხოლოდ ერთ მატჩში გაირკვევა შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა. ყველა მატჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება უეფაში 17 ივნისს მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად