5 ოქტომბერს მეტყველების დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით წყალტუბოში უფასო გამოკვლევის აქციას ჩაატარდება

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს წყალტუბოში ,,მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის ლოგომედის” – სპეციალისტები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, მეტყველების დარღვევათა დიაგნოსტიკის მიზნით, უფასო გამოკვლევის აქციას ჩაატარებენ.

უფასო დიაგნოსტიკის აქციას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

აქცია მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის დასახვას ითვალისწინებს.

უფასო გამოკვლელები ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ შენობაში დილის 10:00სთ-დან 16:00 საათამდე გაგრძელდება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ნომრებზე:
(0431) 25 13 33 ან 551 18 18 70.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად