5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ქართველ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნადავლი ევროპის პირველობაზე

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი

დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა 60-67-72-82-97 კგ წონითი კატეგორიებში გამოვლინდნენ

97 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გიორგი მელია ფინელ არვი მარტინ სავოლაინენთან დამარცხდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა 5 ოქროს და 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ მოჭიდავეებმაც (60 კგ ირაკლი ძიმისტარიშვილი – 10 ქულა, 67 კგ გიორგი კურტანიძე – 8 ქულა) – რომლების ამჯერად ვერ შეწვდნენ მედლებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:

55 კგ – ნუგზარ წურწუმია
63 კგ – ლევან ქავჟარაძე
72 კგ – რამაზ ზოიძე
87 კგ – გურამ ხეცურიანი
130 კგ – ზვიად პატარიძე

97 კგ წონაში გიორგი მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

77 კგ წონაში ბექა მამუკაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად