5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. – ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს,
“დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.