5 კორონავირუსით გარდაცვლილი და 166 ინფიცირებული 24 საათში – სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

სომხეთში, განვლილ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 166 შემთხვევა დაფიქსირდა 67-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 39 985 კაცს დაუდგინდა კოვიდინფიცირება.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 13511-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა, სამით მეტი, ვიდრე წინა დღეს. გარდაცვლილთა შორის ერთი კაცია (58 წლის) და ოთხი ქალი – 48, 73,78 და 89 წლის.

სულ, სომხეთში კორონავირუსით 777 კაცია გარდაცვლილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,94%-ია, ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კი 263.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული 228 პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 32008 კაცი – 80,1%, ხოლო 6 972 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 172 994 ტესტირება ჩატარდა – 58 454 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

სომხეთში, ივლისში ინფიცირებულთა რაოდენობა 25542-დან 38550-მდე, 13 008-ით ანუ 51%-ით, ხოლო გარდაცვალებულთა რაოდენობა 443-დან 738-მდე, 295-ით ანუ 40%-ით გაიზარდა.

სომხეთში, ივლისში დღეში საშუალოდ 420 ინფიცირება და 9,5 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, აგვისტოს განვლილი შვიდი დღის საშუალო კი 205 ინფიცირება და 5,6 გარდაცვალებაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად