5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალ კვირას მივა

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ მომავალ კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მივა. ოპოზიციის ერთ ნაწილს აინტერესებს, რატომ ვერ მოხერხდა ჟურნალისტების ძალადობისაგან დაცვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ კითხვები არ აქვთ და მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

კომენტარები
იტვირთება...