5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა.

ვანო ბურდულს ბრალად ედება “ტვ პირველის” ოპერატორის, ლევან ბრეგვაძის, საქმიანობის გამო დევნა და ძალადობა, ხოლო დავით ქოჩიაშვილს – ქუჩაში გამვლელზე თავდასხმა და ძალადობა.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა.

5 ივლისს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 53 ადამიანი, მათ შორის ლექსო ლაშქარავა – ტვ პირველის ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...