ჯგუფი “არანამახვანჰესს” ფულს აგროვებს მიზეზით, რომ დაეხმარონ 5 ივლიის ძალადობრივ აქციაზე დაკავებულ ჯგუფის წევრებს

ამის შესახებ ფეისბუქ ჯგუფში – „არა ნამახვან ჰესს!“  რიონის ხეობის ერთ-ერთი გუშაგი წერს და მხარდამჭერებს მათ გასათავისუფლებლად ფულის აგროვებისკენ მოუწოდებს. 

პოსტის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ დაკავებული თუ დაჯარიმებული ბიჭები, რიონის ხეობაში იდგნენ და „აკეთებდნენ გასაკეთებელს“ და მათ ახლა გვერდში დგომა სჭირდებათ. 

მოგეხსენებათ, 5 ივლისს თბილისში პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი აქცია გაიმართა, რომელსაც ქუთაისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ წევრებიც შეუერთდნენ. 

მათი უშუალო თანამონაწილეობით მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება და აპარატურის განადგურება. 

დღესდღეობით მოძრაობა „რიონის ხეობის მცველების“ 16 წევრია დაკავებული ჯგუფურ ძალადობაზე, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას სასტიკად ცემის ბრალდებით. 

სწორდ ამ ადამიანებს უწოდებენ თანამებრძოლებს და აპირებენ ფულის შეგროვებასა და გვერდში დგომას, 33.5 ათას კაციან ფეიბუქ ჯგუფში „არა ნამახვან ჰესს!“ 

https://www.facebook.com/photo?fbid=289272799609296&set=gm.824290225135975 

კომენტარები
იტვირთება...