5 გარდაცვლილი და 325 ინფიცირებული – აზერბაიჯანის ახალი ანტირეკორდი

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 52-ით მეტი , ვიდრე წინა 24 საათში.

დღის განმავლობაში ინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად გამოვლინდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 6 260 შემთხვევა – 621 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 76 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,21%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 7,54

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 56 კაცი განიკურნა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 665 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 58,55%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 519 კაცი. რეანიმაციაში იმყოფება 96 კაცი. 17 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

აღსანიშნავია, რომ თურქული HaberGlobal-ის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აზერბაიჯანში ჰანდე ჰარმანჩმა ყველა სამთავრობო დაწესებულების კორდინირებულ მუშაობის შედეგად აზერბაიჯანში კორონავირუსთან ბრძოლის კარგად წარმართვას გაუსვა ხაზი.

ჰარმანჩის თქმით, აზერბაიჯანმა დროულად დაკეტა საზღვრები, შემოიღო შეზღუდვები და ის დრო, როდესაც ინფიცირების შემთხვევები იყო მცირე, ახალი საავადმყოფოების მშენებლობის და არსებულის სრულ მზადყოფნაში მოსაყვანად გამოიყენა.

ჰარმანჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ორჯერ გამოჰყო მისთვის 5 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად