5 გარდაცვლილი – აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა

პორტალი “oxu.az”, აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, კორონავირუსის განვლილი 24 საათის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 80-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 5 662 შემთხვევა – 562 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.

დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალებულთა ასეთი დიდი რაოდენობა აზერბაიჯანში პირველად დაფიქსირდა. დღემდე მაქსიმუმი 3 კაცის გარდაცვალება იყო

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 68 კაცი – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,20%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 6,75

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 202 კაცი გამოჯანმრთელდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 508 კაცი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 61,96%. ამ დროისთვის განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 086 კაცი, მათგან 55 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 69-ის კი საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 302 933 ტესტი, 30073 ყოველ მილიონ მცხოვრებზე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად